"სად (იკითხეს ჩვენმა მოგვებმა) უნდა ვეძებოთ მესია? მოვა კი მესია დიდების ღრუბელზე, დიდებულებით შემოსილი და სინათლის გვირგვინით თავზე?" ბაბილონის თალმუდი 82 გვიჩვენებს, რომ რაბი იეჰოშუა ბენ ლევიმ ეს კითხვა დაუსვა თვით წინასწარმეტყველ ელიაჰუს.
"სად- იკითხა რაბიმ - სად მოვძებნო მესია? "
"ქალაქის კარიბჭესთან" - უპასუხა ელიაჰუმ.
"როგორ ვიცნობ მას? "
"ის კეთროვნებთან ერთად ზის".
"კეთროვნებთან?" - შესძახა იეჰოშუამ - "რას აკეთებს იქ?"
"ის მათ სახვევებს უცვლის" - უთხრა ელიაჰუმ- "ის მათ ერთი მეორის მიყოლებით უცვლის მათ სახვევებს". ზუსტად ამ სიტყვებს ამტკიცებს თვით მაცხოვარი სახარებაში (მარკ.2:17) "მკურნალი ჯამრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ.მართალთა კი არა ცოდვილთა მოსახმობად მოვედი"
ეს თითქოს არც ისეთი დიდი საქმეა მესიისთვის, მაგრამ როგორც ჩანს უფლისთვის ეს ძალიან დიდი საქმეა.
ეს -არის რაბი კრიშნერის ქადაგების დასასარული1995 წელს იომ-კიპურის დღეს სადაც ის არწმუნებდა საკრამენტოელ მსმენელებს, რომ დახმარებოდნენ შიდსით დაავადებულებს. ასე ამბობს რაბი კრიშნერი, "თალმუდის დროს კეთროვანი იტანჯებოდა არა მარტო საკუთარი დაავადების გამო, არამედ გარშემომყოფების სიძულვილისგანაც". ეს ნიშნავდა არა მარტო საშინელი სიკვდილით სიკვდილის არამედ, იმას რომ მან დაიმსახურა ასეთი სიკვდილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ რაბი იეჰოშუა არამარტო ცდილობდა, რომ დაემსხვრია გავრცელებული შეხედულებები კეთროვნების წინააღმდეგ, არამედ ის ასევე ეწინააღმდეგებოდა თავის კოლეგებს, რომელთა უმრავლესობაც ფიქრობდა რომ კეთროვნები უნდა განედევნათ ხალხმრავალი ადგილებიდან. მიდრაში ყვება, რომ რაბი იონახანი ხშირად ამბობდა: "კეთროვანს არ უნდა მიუახლოვდე მინიმუმ 4 მეტრზე". რაბი ამმი და რაბი ასსაი საერთოდ არც კი უახლოვდებოდნენ იმ ადგილებს სადაც კეთროვნები ცხოვრობდნენ. და რეშ ლაკიშეზე კი საერთოდ ამბობდა რომ როდესაც ის კეთროვანს ხედავდა ქვებს ესროდა და ყვიროდა: "შეწყვიტე ჩვენი დაიმფიცირება, წადი იქ საიდანაც მოხვედი".
იოსებ ტელუშკინი.
p.s. საინტერესო ის არის რომ ებრაელების მამაპაპის გადმოცემებიც კი ზუსტად ასახავს მესის ბუნებას
Комментариев нет:
Отправить комментарий