вторник, 29 октября 2013 г.
воскресенье, 22 сентября 2013 г.
კეთილი ადამიანი.
ალბერტ ლეკსი ასუფთავებს და ანახლებს ფეხსაცმელებს პიტსბურგის საბავშვო საავადმყოფოში,უკვე
საუკუნის მეოთხედზე მეტია, 1 წყვილ
ფეხსაცმელზე 5$ შოულობს.დღევანდელი დღისთვის,მან საავადმყოფოში მყოფ
იმ ბავშვებს,რომელთა მშობლებსაც არ გააჩნიათ ფინანსები მკურნალობის გადასახდელად,200 000$ შესწირა. ქველმოქმედებისთვის ლეკსი
თავის მესამედ შემოსავალს სავადმყოფოს საბავშო
განყოფილებას ურიცხავს. კლიენტების უმრავლესობა,მას 1$აძლევს,ზოგი
კი 2$ და 5$ საც.
ის ყვება,რომ
ერთ–ერთმა ექიმმა,მას საშობაოდ 50$ კი მისცა. ერთ–რთი ექიმი
ამბობს:<<ლეკსი თავის
შემოსავალს ბავშვებს იმიტომ
სწირავს,რომ ისინი
უყვარს. მისი მაგალითი გვეუბნება,თუ როგორ
შეუძლია ადამიანს თავისი
დაჟინებულობით გადაატრიალოს მთები!>>
თარგმნა : T.
H.D.
пятница, 19 июля 2013 г.
იიერუსალიმის ცეცხლი სასწაული თუ მითი ?
იიერუსალიმის
წმინდა ცეცხლი (ნათელი) და მსახურების სახე-სიმბოლური დეტალები
მინდა ვისაუბრო იმ მოვლენაზე, რომელიც დღეს საზოგადოებაში "ცეცხლის გადმოსვლის" სახელითაა გავრცელებული.
მოკლედ ძირითადი მსახურების შესახებ
წელიწადში ერთხელ, ვნების კვირის დიდ შაბათს განსაკუთრებული მსახურება აღესრულება იერუსალიმში, ქრისტეს მკდრეთით აღდგომის ტაძარში. შუადღის საათებში (დაახ. 12 სთ.) იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც უკან სომეხი მთავარეპისკოპოსი მოყვება, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიით, საგალობელთა გალობით სამჯერ გარს უვლის კუვუკლიას, მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. შემდეგ საფლავში შეაბრძანებენ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებულ განსკუთრებულ საგანს და კარს ცვილით დალუქავენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი წარმოთქვამს განსაზღვრულ ლოცვას და 33 ან 12 სანთლით ხელში შებრძანდება საფლავში, სადაც წარმოთქვამს საგანგებო ლოცვებს. მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა იგი იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და ახარა მენელსაცხებლე დედებს უფლის ღდგომა (ეს ადგილი გამოყოფილია, უშუალოდ, მაცხოვრის საფლავისაგან). მრევლი კი გალობს "კირიე ელეისონს" (ბერძ. უფალო შეგვიწყალენ), ვიდრე ცეცხლი გამობრძანდება საფლავიდან.
IX-XI სს-ის ხელნაწერები
ამ მსახურების შესახებ მე-19 და მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე აღმოჩენილ იქნა IX-XI სს-ის ცნობები. ესაა იერუსალიმური ტიბიკონის ტექსტები, ე.წ. ლატალისა (მე-9 ს-ის დასაწყისი) და კალის ხელნაწერები (მე-10 ს-ის ბოლო, ან მე-11 ს-ის დასაწყისი).1 უფრო სწორად, ამ ხელნაწერებში ეს მსახურება გადმოცემულია, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი "დიდი შაბათის" სადღეღამისო მსახურებისა (ამ და სხვა წერილობითი წყაროების შესახებ უფრო ვრცლად იხ. ცნობილი ლიტურგიკოსის ნ. უსპენსკის გამოკვლევა, რომელიც მითითებულია ქვემოთ, შენიშვნებში).
ხსენებული ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ "წმინდა ცეცხლის" მსახურება ტაძრის ერთგვარი მომზადება იყო აღდგომის ღამისთევისათვის. ამგვარად, მას აქვს პრაქტიკული დანიშნულება და, როგორც ლიტურგიკული მსახურება, იგი ხასიათდება სიმბოლური სახისმეტყველებით. ქვემოთ მე, სწორედ, ამ უკანასკნელის პერსპექტივით მინდა ვისაუბრო და გავამახვილო ყურადღება ამ მსახურების შესახებ.
მსახურების სიმბოლური მეტყველება
როგორც ითქვა, "დიდი შაბათის" მსახურებისას, ვიდრე კუვუკლიას ცვილით დაბეჭდავენ, რის შემდეგაც პატრიარქი საფლავში შესასვლელად ემზადება, შიგნით შეაბრძანებენ განსაკუთრებულ საგანს, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია მოთავსებული, ეს გახლავთ ჩაუქრობელი კანდელი, რომელიც აღდგომის ტაძარში განსაკუთრებულ ადგილას ინახება (იხ. ფოტოები). კანდელის ვერცხლის საფარი ქრისტეს სახვეველის სიმბოლოა, კანდელი მასში ჩაუქრობლად ანთია, თუმცა არ ჩანს, დაფარულია, როგორც ქრისტეს საუკუნო ღვთაებრივი ნათელი, თითქოსდა, დაფარა სიკვდილმა და ის ასე დაასვენეს საფლავად. თქვენ იცით, შეასვენეს რა ქრისტე აკლდამაში, საფლავის კარს ლოდი მიაგორეს. ამგვარადვე, "დიდი შაბათის" მსახურებაში კუვუკლიის კარის ცვილით დაბეჭდვა ქრისტეს საფლავის დალუქვას ასიმბოლოებს. აღსანიშნავია, რომ ის პალესტინელი და მუსლიმი საერო პირები, პალესტინელი პოლიციელები, გარდა იმისა, რომ მათი იქ ყოფნა არაერთმა ისტორიულმა შეხლა-შემოხლამ და დაპირისპირებებმა მოითხოვა, ფარისევლების მიერ ქრისტეს საფლავთან დადგენილ მხედრებს, მცველებს (დარაჯებს) გვახსენებს.
კარის დალუქვის შემდეგ, პატრიარქი განიძარცვავს სამეუფო სამოსს და კვართის ამარა შებრძანდება საფლავში. ამით იგი აცხადებს, რომ უნდა წარუდგეს ერთადერთ ჭეშმარიტ, უზენაეს მეუფეს - ქრისტეს, რომლის წინაშეც იგი იმდაბლებს თავს და ოდენ კვართით შემოსილი შედის წმინდა საფლავში. ამდენად, არასწორ ინტერპრეტაციას, რომ, თითქოს, ამ დროს მიმდინარეობს პატრიარქის "ჩხრეკა", ცხადია, არავითარი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან.
შებრძანდება რა პატრიარქი საფლავში, სადაც წინასწარ ჩაუქრობელი კანდელია დაბრძანებული, წაიკითხავს საგანგებო ლოცვებს ცეცხლის საკურთხებლად. ეს იმავე სახის კურთხევაა, როგორადაც ნათლისღებას იკურთხება წყალი, როგორც იკურთხება ზეთი და სხვ. ამგვარად, იკურთხება რა საღვთო მადლით ცეცხლი (მატერიალური, ქმნილი ნათელი) პატრიარქი აანთებს 33 (ქრისტეს ასაკი) ან მოციქულთა რაოდენობისამებრ - 12 მსხვილ სანთელს (სავარაუდოთ, ასევე აანთებს საფლავში მდებარე ყველა სხვა კანდელს) და გამოაბრძანებს საფლავიდან. ეს კი იმის სახე-სიმბოლოა, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, გაიხსნა საფლავი და გამოჩნდა "ნათელი ჭეშმარიტი", რომ მისი საფლავიდან ქვეყნიერებას მარადიული, უქმნელი ნათელი გამოუბრწყინდა. 12 სანთელი კი ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა ქადაგებაა, რადგან, სწორედ, მათ ახარეს ქვეყნიერებას იესო ქრისტეს აღდგომა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიცნობთ დღეს მას "ცეცხლის გადმოსვლის" სახელით, ვრცლად იხილავთ ნ. უსპენსკის იმავე სტატიაში. ძალიან მოკლედ კი იმის თქმა შეიძლება, რომ სხვადასხვა გარემოებათა გამო ამ ფაქტმა არასწორი თვითინტერპრეტაცია გააჩინა ხალხში, ანუ როგორც იტყვიან, "რწმენა გახალხურდა".
მცირე მიმოხილვა, რა ითქმის დღეს
ახლა, მოვყვეთ სხვადასხვა ავტორების კვლევებს, სხვადასხვა იერარქის სიტყვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. დაინტერესებულთათვის, რჩევა იქნება, აუცილებლად გაეცნონ ნ. უსპენსკის მითითებულ სტატიას (იხ. შენიშვნები). იერუსალიმის ცეცხლზე ასევე საუბრობს ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი, 1804-1885 წწ.). თავის დღიურებში იგი ამბობს, რომ იერუსალიმელმა საეკლესიო მსახურებმა, რა თქმა უნდა, იციან სინამდვილე ცეცხლის შესახებ. იგი იხსენებს პატრიარქ ათანასეს, რომელიც მუსლიმთაგან შევიწროების გამო საბერძნეთში ცხოვრობდა, რომ იგი თავის ერთ-ერთ წერილში ამ ცეცხლს არა "წმინდა ცეცხლს", არამედ "კურთხეულ (ნაკურთხ) ცეცხლს" უწოდებს .2 აქვე უნდა ვახსენოთ იერუსალიმის ეკლესიის მიტროპოლიტი კორნელიუსი, მან 2001 წელს ბერძნულ ტელეარხთან ("MEGA", გადაცემა "GКРIZES ZONES") ინტერვიუში თქვა, რომ, როცა წმინდა ცეცხლს ვახსენებთ, "საუბარია ბუნებრივ ცეცხლსა და სინათლეზე, რომელზედაც პატრიარქი განსაკუთრებულ ლოცვებს ამბობს, ანუ ხდება მისი კურთხევა და, ამგვარად, საღვთო მადლს იძენს ბუნებრივი, ქმნილი სინათლე", და რომ "მას ანთებენ ჩაუქრობელი კანდელიდან." - იხსენებს არქიმანდრიტი ისიდორე (რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმში), რომლის ინტერვიუსაც ასევე გაეცნობით ქვემოთ, შენიშვნებში.3
წმინდა ცეცხლზე საუბრობს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, რუსეთის ეკლესიის პროტოდიაკონი ანდრია (კურაევი), მას ცეცხლის შესახებ სხვადასხვა წლებში არაერთხელ უსაუბრია, ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე: "სულიწმინდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა, არ გეშინიათ?", იგი პასუხობს: "არა, რადგან ვდუმვარ... მე ველი ეკლესიის ხმას". იგიც აღნიშნავს და, მართლაც, იერუსალიმის ეკლესიას ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია წმინდა ცეცხლზე, რომ, თითქოს, იგი "ზეციდან გადმოდის". დიაკონი ანდრია შენიშნავს, რომ სხვაა "დოგმატი" და სხვაა მომლოცველთა მონათხრობები და მოწმობები. იგი ამბობს, რომ იერუსალიმის ეკლესიას ნამდვილად არ მიუღია უშუალოდ ამ ცეცხლთან დაკავშირებით დოგმატი (იხ. სრულად). წმ. ცეცხლთან დაკავშირებულ სხვა, გვერდით მოვლენებსა და სხვადასხვა თქმულებებზე 2008 წელს კრიტიკოსმა იგორ დაბროხოტოვმა გამოაქვეყნა მცირე გამოკვლევა, სადაც საუბრობს სხვადასხვა ე.წ. სასწაულებსა და ისეთ თქმულებებზე, როგორიცაა მაგ. ლეგენდა "გახეთქილ სვეტზე", თქმულება სომეხი იერარქის საფლავში შესვლასთან დაკავშირებით (იხ. სტატია რუსულ ენაზე).
აღსანიშნავია თავად იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე III-ს განაცხადება. 2011 წლის აღდგომას აეროპორტში სხვადასხვა დელეგაციებისადმი წმინდა ცეცხლის გადაცემისას იგი ამბობს: "უფლის საფლავიდან მომდინარე წმინდა ნათლის ეს ფერიცვალება (ცვლილება, გარდაქმნა) საუკუნო ნათელია ქრისტეს აღდგომისა, რომელიც მოწმობს დიდებას ღვთისას"(ინგ. The transfer from the Holy Sepulchre of the Holy Light is the everlasting light of the Resurrection of Christ, which is the testimony of the glory of God. იხ. ვიდეო და ტექსტური მასალა). აქვე აღვნიშნავ, რომ ბერძნულ სინამდვილეში ეს მოვლენა არა "წმინდა ცეცხლის", არამედ "წმინდა ნათლის" (ბერძ. Ἃγιον Φῶς) სახელითაა ცნობილი. კარგი იქნება თუ ჩვენთანაც ამგვარად დამკვიდრდება იგი.
ამდენად, "წმინდა ნათელი" სულაც არ გახლავთ ტყუილი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.
ბოლო სიტყვა
ვფიქრობ, საინტერესო იყო საუბარი. მაგრამ, ახლა მინდა კიდევ ერთ, მნიშვნელოვან მხარეზე გითხრათ მცირედი. მოგეხსენებათ, როგორი რთულია ადამიანში ამა თუ იმ საგანზე, საკითხზე შეხედულებისა თუ წარმოდგენის შეცვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სარწმუნოებრივ საკითხებს ეხება. შეამჩნევდით, რომ "წმინდა ნათლისადმი" მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება საგანგაშოა, რადგან ემსგავსება ცეცხლთაყვანისცემას, შორდება ერთიან ქრისტიანულ სულიერ ტრადიციას, ამა თუ იმ პიროვნებისთვის ხდება რწმენის საფუძველი, რაც ასე მიუღებელია ეკლესიისათვის. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს ხსენებულ საკითხზე სხვადასხვა ქვეყანაში არაინფორმირებული სასულიერო პირების, იერარქების ქადაგებები. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ტელევიზისაც. ერთი სიტყვით, ცეცხლი იქცა კერპად. ეს კი არავითარ შინაგან გარდაქმნას არ ახდენს ჩვენში, რაც ღვთის სასწაულქმედების ერთადერთი მიზეზია. ალბათ, არაერთხელ გინახავთ, როგორ გამორბიან ტაძრიდან ანთებული სანთლებით ხელში კოპტები და არამარტო ისინი, უნებურად ფიქრდები, ვისღა ახსოვს ტაძარი, უფლის საფლავი, გალობა, ლოცვა და ღვთისადმი მადლობის შეწირვა საფლავის წინაშე, საიდანაც მოგვეცა მარადიული სულიერი ნათელი (მესმის, რომ ლოცვა და გალობა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაშია შესაძლებელი, და დავითიც რომ როკავდა). იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეხედონ, გაუხარდეთ ქრისტეს მათთან მყოფობა, გაუხარდეთ, რომ ერთად დგანან უფლის ტაძარში და იგრძნონ ერთმანეთისადმი სიყვარული, ისინი კონცენტრირდებიან ცეცხლზე და ივიწყებენ მთავარს. რომ ითქვას, ცეცხლის ზეციდან ჩამოტანა და მისით, ფანატიური მგზნებარებით ქადილი, შეძახილები, რომ "ეს ადასტურებს ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია, სხვები კი სატანის ხელში არიან" და მისთ., გახლავთ სუფთად იუდაისტური მიდგომა. აქვე გავიხსენოთ იაკობისა და იოანეს სიტყვა ქრისტესადმი, როცა იერუსალიმში ბრუნდებოდა უფალი, სადაც მას არ ღებულობდნენ, სადაც საფრთხე ელოდა. მათ უთხრეს ქრისტეს: "უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია მაშინ", უფალი შერისხავს მათ: "არ იცით, რომელი სულისანი ხართ თქვენ?". ამგვარად, ქრისტიანულ ეკლესიას სულ თანს სდევს ქადილი ქრისტეთი, მარადჟამ იქადდა ქრისტეთი ("და ესეცა ჯუარ-ცუმული", I კორინთ. 2:2) და მისი მკვდრეთით აღდგომით, სულაც არაა მისი საქმე "წმინდა ნათლით" სხვათა სარწმუნოების გაკიცხვა და "მოსრვა" სხვადასხვა შეძახილებითა და სიტყვებით. ამისთვის არსებობს აპოლოგეტიკა და, რომ ითქვას, არც ამის საქმეა სხვადასხვა სარწმუნოების შეურაცხყობა, არამედ წმინდად დაცვა, გაწმენდა ქრისტიანული მოძღვრებისა, ყოველგვარი ცილისწამებისა და მინარევებისაგან.
ახლა მივადექით უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მინდა იმ ადამიანებს ვესაუბრო, რომლებმაც სულ ახლახანს, ამ სტატიით შეიტყვეს ახალი ცნობები "წმინდა ნათელის" შესახებ და შინაგანად უკომფორტოდ იგრძნეს თავი ან გაუჩნდათ პროტესტი. მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომელთათვისაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ეს ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან. და მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ, ესე იგი, არ არიან მორწმუნენი.
სიმშვიდეა ის, რაც ასე გვჭირდება. რადგან სწორედ საკითხში გაცნობიერებულ ადამიანზეა (უფრო კონკრეტულადაც შეიძლება - გაცნობიერებულ მორწმუნეზე) დამოკიდებული იმ ადამიანთა სულიერი მდგომარეობა, რომელთაც, რეალურად, არ გააჩნიათ უერყევი, ნამდვილი სულიერი საფუძველი და რომელთა სულიერი ორიენტირები დარღვეულია, სხვა მხარესაა მიმართული. საკმარისია მცირედი არაკორექტულობა და დიდ ტკივილს მიაყენებთ თქვენს მეგობარს, ახლობელს, ნათესავსა თუ ოჯახის წევრს. შესაძლოა ძლიერ დაუზიანოთ სული, მიაყენოთ დიდი ჭრილობა. ამიტომ, გვმართებს, გონივრული მოქმედება, მშვიდობის სულით გაჯერებული ("თქვენ, ვინც სულიერნი ხართ, განამტკიცეთ ასეთები (საუბარია სუსტებზე) მშვიდობის სულით", გალ. 6:1), სწორედ, ასე უნდა დაიწყოს საზოგადოებამდე ამ ინფორმაციის მიტანა, რაც დაწყებულია კიდეც. თუკი ასე არ მოვიქცევით, ქრისტე განგვსჯის, რადგან ამბობს: "ვინც დააბრკოლებს ერთ ამ ცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ წისქვილის დოლაბი დაეკიდოს ქედზე და ზღვის უფსკრულში დაინთქას" (მათე. 18:16)
ვფიქრობ, ჯერ მორწმუნე საზოგადოებიდან "წმინდა ნათლისადმი" ზემოთ აღწერილი არასწორი დამოკიდებულება უნდა გაქრეს, რომ იგი კერპს ემსგავსა. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ "წმინდა ნათელი" არ არის საფუძველი შინაგანი რწმენისა, მით უმეტეს - ქრისტიანული სარწმუნოებისა. და ის, რომ იგი არ გადმოდის ზეციდან, არავითარ პრობლემას არ ქმნის ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობასა და კავშირში. ქრისტიანული სარწმუნოება, ესაა რწმენა ქრისტეს აღდგომისა, ესაა რწმენა ღვთისა მისი მორჩილებით, მისი ნდობით და მასთან შეხვედრის მოლოდინით. ხილულიდან უხილავამდე და მარადიულამდე ამაღლება ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ადამიანის შინაგანი, ქრისტიანული ცხოვრებისა. მარკოზის სახარებაში (თავი 17) წერია, უფალი ამბობს: "არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით", ანუ თანამედროვე ქართულად, "ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ" (ხილულად, გარეგნულდ). თუმცა კი, იერუსალიმის ცეცხლი "წმინდა ნათელია", იგი არაა ღვთის სასუფევლის (არა ძალის) ხილულული გამოვლინება, რათა დედამიწაზევე დარჩეს, არამედ თავისი სიმბოლური მნიშვნელობითა და კურთხევით, მისი მიზნობრივი დანიშნულებაა, აგვამაღლოს ხილულიდან უხილავისკენ და გვიჩვენოს მისი სულიერი მნიშვნელობა - ქრისტეს აღდგომის სინათლე. ამდენად, მიუღებელია სიტყვები "გადმოსული ცეცხლი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტობის დასტურია" და რომ ესაა "მხილება მწვალებელთა" და სხვ. რადგან, როგორც უფალმა თქვა, ღვთის ჭეშმარიტება, მისი სასუფეველი ხილულად, გარეგნულ ფორმებში არ გვევლინება, ღმერთის მეფობა ჩვენში არ მოხდება მატერიალური საგნების მეშვეობით, ისინი მხოლოდ გვეხმარებიან.
რადგან ისტორიულად არამართებულად განვითარდა მოვლენები და თავის დროზე არ (ან ვერ) შეატყობინეს მორწმუნე მრევლს სინამდვილე "წმინდა ნათლის" შესახებ, ამიტომაა დღეს მათდამი, ერთგვარი, პედაგოგიური მეთოდებით მიდგომა საჭირო. ჩვენმა "მკვახე" და "დაუღვინებელმა" სიტყვებმა შესძლოა არაერთი ადამიანი დააბრკოლოს და გაუჩინოს მცდარი დამოკიდებულება ზოგადად ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ე.ი. მძიმედ დაიჭრას სულიერად და ძლიერ დაიტანჯოს. ამიტომ უნდა გამოვიძიოთ, ვის ვუთხრობთ ამ ყოველივეს, შინაგანად როგორი სიძლიერის მქონეა, სულიერი ცხოვრების რაგვარ საფეხურზეა და რის მიღება შეუძლია, რის არა. მათ შესახებ, ვინც ყოველგვარი ტკივილის გარეშე ტოვებს უფალს, უკან მოუხედავად გარბის სარწმუნოებისაგან, აღარაფერს ვიტყვი. რადგან თავიდანვე მცდარი გზით მოვიდნენ და მათი რწმენა არ ეფუძნებოდა ურყევ "კლდეს" - ქრისტეს, მის სარწმუნოებას, ისინი, რეალურად, არასდროს ყოფილან ქრისტიანენი, როგორც ამბობს იოანე კონსტანტინოპოლელი პთავარეპისკოპოსი (ოქროპირი).
ასე რომ, ძვირფასო ადამიანებო (არ აქვს მნიშვნელობა მორწმუნეები ხართ, თუ არა), როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაიგოს სინამდვილე, ამ მსახურების პირვანდელი, რეალური მნიშვნელობა, რაც უნდა მოხდეს დიდი მოთმინებით, სიფრთხილითა და გონიერებით, რომ ტკივილი არ მივაყენოთ ადამიანებს, არ ჩავუკლად ის ცოცხალი ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელ მათი ცხოვრება, ფიქრები, საქმეები და იმედები, რითაც ბედნიერობენ იგინი და ამით არ ვუბოროტთ მათ, თუნდაც რომ არასწორი იყოს მათი რწმენის საფუძველი, რადგან სწორედ ასე მოქმედებდა იესო ქრისტეც (იხ. იოანე 3 და 4-ე თავები). იმედი მაქვს, და ეს ერთგვარი თხოვნაცაა, გაითვალისწინებთ ჩემს ნათქვამს და ყოველგვარი უხეშობის გარეშე, მშვიდობიანად იმოქმედებთ, რაც ნამდვილად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, თქვენთვისაც და მათთვისაც.
ლიტურგიკოსი ნიკოლოზ უსპენსკი
(დავით თინიკაშვილის თარგმანი).

среда, 3 июля 2013 г.
როდესაც გწამს
როდესაც
გწამს, უმოქმედოდ ვერ რჩები, როდესაც გწამს, პასიურად ვერ იქნები, როდესაც გწამს, მოშურნეობა მზარდია, როდესაც გწამს, თავდადებული ხდები, როდესაც გწამს, ეს რწმენა სიცოცხლის მდინარეებად მოედინება შენგან, როდესაც გწამ, შენი ბაგე ვერ გაჩუმდება ცოდვაზე, როდესაც გწამს, შენი გული ვერ შეეგუება უმართლოებას, რორდესც გწამს, შენ ხმა ხდები ღმერთის ამ ცოდვილ სამყაროში, როდესაც გწამს, არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ იმ სიბრძნესა და სულს რომლითაც ილაპარაკებ, როდესაც გწამს, შენს ირგვლივ ადამიანები იცვლებიან, როდესაც გწამს, ზეგავლენას ახდენ შენს მსმენელებზე, როდესაც გწამს, გაუბედავობას ადგილი აღარ ეძლევა, როდესაც გწამს, ღმერთი შენთანაა, როდესაც გწამს, ადამიანები გიყვარს, როდესაც გწამს, ქრისტეს ეძიებს შენი სული, როდესაც შენი რწმენა ჯანმრთელია, მაშინ შენ სულს მადა აქვს(ღმერთის შიმშილის), როდესაც გწამს, ვერ დარჩები სულიერად ავადმყოფი(თუ ეს რწმენა შენი ემოციები არაა მხოლოდ), როდესაც გწამს, 7ჯერაც რომ დაეცე, მაინც წამოდგები, როდესც გწამს, ეს რწმენა ვლინდება შენს საქმეებში. და საქმეც არაფერია თუ არა სიყვარულით მომქმედი რწმენა. სინამდვილეში საქმეები არ არსებობს(ეცადეთ სწორედ გამიგოთ რასაც ვგულისხმობ ამაში) საქმეები, ნაყოფია, გამოვლინებაა, თანმხლებია ცოცხალი რწმენისა. ხოლო თუ საქმეები, (ანუ სულის ნაყოფები) არ ახლავს შენს სულიერ მსახურებასა თუ ღვაწლს, ესეიგი შენი რწმენა მკვდარია, ესეიგი ჯერ არ გაცოცხლებულხარ სულიერად, ესეიგი ჯერ კიდევ არ გაგცხადებია ქრისტე, და მისი უკიდეგანო სიყვარული.{რომაელთა:10;10–11}
"ვინაიდან
გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.
|
რადგანაც
წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი
მისი მორწმუნე“.
|
მღვდლების ვინაობა
ნაწყვეტი წერილიდან – "მღვდლების ვინაობა"
გაიძროთ ანაფორები,შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ " პინჯაკებში", მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგსთვლით. დიაღ,ვერ ჩაგსთვლით, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს,ყურს იქ გამოაბამს..... ვსტყუი?
მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს , როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ.... გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება....

თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს....
რომელ პარტიას უნდა ეკუთვნოდენ ეს მღვდლები, ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ "სულიერი მამები" არიან "მიიღე ჯამაგირის" პარტიისა.
უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიოს ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.
( ჰეროსტრატეს სახელი ამოიშალა ყველა ”დოკუმენტიდან”, ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა)

1906 წელი
понедельник, 10 июня 2013 г.
ნეტარ ავგუსტინე
ნეტარი
ავგუსტინე V საუკუნე. „ჭეშმარიტი რელიგია“
მაშასადამე
არ ვემსახუროდ ქმნილებებს იმაზე მეტად ვიდრე თვით შემოქმედს
და არ დავიღუპოდ ჩვენივე ფიქრებით : ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი
რელიგია. მოდით არ იყოს ჩვენთვის რელიგია
მიცვალებულების პატივ მიგება იმიტომ რომ თუ ისინი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაშინ არ ღირს იმაზე
ფიქრი თითქოს ისინი ჩვენგან
პატივს და თაყვანისცემას ითხოვდნენ, პირიქით მათ
სურდათ, რომ ჩვენ პატივი და
თაყვანისცემა მივაგოთ, მას, ვისგანაც
გავნათლდებით ,მათ უხარიათ, თუ ჩვენ გავხდებით თანამონაწილენი მათ ღირსებებში ...
მოდით გვწამდეს
რომ თვით უმაღლესი ანგელოზებს და ღვთის უდიდეს
მსახურებსაც უნდათ, რომ ჩვენ მათან ერთად
თაყვანს ვცემდეთ მხოლოდ ერთ ღმერთს. ვინაიდან ჩვენ კურთხეულნი ვართ არა
ანგელოზებით,არამედ იმ ერთადერთი ჭეშმარიტებით,რომლის გამოც თავად ანგელოზები
გვიყვარს და ვხარობთ მათთან ერთად.ჩვენ არ ვუგებთ მათ ტაძრებს,რადგან ისინი არ
მოითხოვენ ჩვენგან პატივისმიგებას,იციან რა რომ თავად ჩვენ ვართ ტაძრები ზეციერი
ღმერთისა,როცა კეთილისმოქმედნი ვართ.აქედან გამომდინარე სწორად წერია,რომ
ანგელოზმა აუწყა ადამაინებს მიეგოტ მისთვის თაყვანისცემა,რომელიც მხოლოდ ერთადერთ
ღმერთს შეშვენის,რომლის მიერაც მინიჭებული ძალაუფლებით თვითონ ანგელოზი ადამიანის
მსახურია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)