среда, 3 июля 2013 г.

როდესაც გწამს


როდესაც გწამს, უმოქმედოდ ვერ რჩები, როდესაც გწამს, პასიურად ვერ იქნები, როდესაც გწამს, მოშურნეობა მზარდია, როდესაც გწამს, თავდადებული ხდები, როდესაც გწამს, ეს რწმენა სიცოცხლის მდინარეებად მოედინება შენგან, როდესაც გწამ, შენი ბაგე ვერ გაჩუმდება ცოდვაზე, როდესაც გწამს, შენი გული ვერ შეეგუება უმართლოებას, რორდესც გწამს, შენ ხმა ხდები ღმერთის ამ ცოდვილ სამყაროში, როდესაც გწამს, არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ იმ სიბრძნესა და სულს რომლითაც ილაპარაკებ, როდესაც გწამს, შენს ირგვლივ ადამიანები იცვლებიან, როდესაც გწამს, ზეგავლენას ახდენ შენს მსმენელებზე, როდესაც გწამს, გაუბედავობას ადგილი აღარ ეძლევა, როდესაც გწამს, ღმერთი შენთანაა, როდესაც გწამს, ადამიანები გიყვარს, როდესაც გწამს, ქრისტეს ეძიებს შენი სული, როდესაც შენი რწმენა ჯანმრთელია, მაშინ შენ სულს მადა აქვს(ღმერთის შიმშილის), როდესაც გწამს, ვერ დარჩები სულიერად ავადმყოფი(თუ ეს რწმენა შენი ემოციები არაა მხოლოდ), როდესაც გწამს, 7ჯერაც რომ დაეცე, მაინც წამოდგები, როდესც გწამს, ეს რწმენა ვლინდება შენს საქმეებში. და საქმეც არაფერია თუ არა სიყვარულით მომქმედი რწმენა. სინამდვილეში საქმეები არ არსებობს(ეცადეთ სწორედ გამიგოთ რასაც ვგულისხმობ ამაში) საქმეები, ნაყოფია, გამოვლინებაა, თანმხლებია ცოცხალი რწმენისა. ხოლო თუ საქმეები, (ანუ სულის ნაყოფები) არ ახლავს შენს სულიერ მსახურებასა თუ ღვაწლს, ესეიგი შენი რწმენა მკვდარია, ესეიგი ჯერ არ გაცოცხლებულხარ სულიერად, ესეიგი ჯერ კიდევ არ გაგცხადებია ქრისტე, და მისი უკიდეგანო სიყვარული.{რომაელთა:10;10–11} 
"ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.


რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.
{ლუკას სახარება:6;45} კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე. ამინ!!!!!!!!!!!!!!                                                  ზურა  ასანიდძე 

1 комментарий: